უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ მზად არის წიაღისეულის შეთანხნებას ხელი მოაწეროს.
“თუ ჩვენ შევთანხმდით წიაღისეულის ხელშეკრულებაზე, ჩვენ მზად ვართ ხელი მოვაწეროთ მას” – თქვა ზელენსკიმ BBC-სთან.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა ოვალურ კაბინეტში მომხდართან დაკავშირებით და განაცხადა, რომ „არ იყო სწორი“ ასეთი მოლაპარაკებების სრულად ღია ფორმატში გამართვა, რადგან „მტრებს შეუძლიათ ისარგებლონ“ მოკავშირეებს შორის არსებული უთანხმოებით.
ზელენსკიმ ასევე დაამატა, რომ არ სურს ოვალურ კაბინეტში კამათზე საუბარი, თუმცა ორიენტირებულია მომავალზე და “კონსტრუქციულ” მოლაპარაკებებზე.
”თუ ჩვენ ვიქნებით კონსტრუქციულები, დადებითი შედეგი დადგება” , – თქვა მან.