გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან მოლაპარაკებებისთვის ვაშინგტონში ჩავიდა, – ამის შესახებ ინფორმაციას Fox News-ი ავრცელებს.
Fox News-ის ცნობით, საუბრისას სტარმერმა ხაზი გაუსვა აშშ-გაერთიანებული სამეფოს პარტნიორობის მნიშვნელობას.
ჟურნალისტებთან საუბარში, პრემიერმა ასევე განაცხადა, რომ გაერთიანებული სამეფო უკრაინის საკითხზე აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან შეთანხმებულად მუშაობს.
გარდა ამისა, სტარმერმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინისთვის აშშ-ის სამხედრო მხარდაჭერა მნიშვნელოვანია.