ახალი ამბები ბიზნესი მთავარი პოლიტიკა

„ბიძინა ივანიშვილის ანგარიშებს გაყინვა ემუქრება“

 

„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია უკანონო ოფშორულ ზონაში ბიძინა ივანიშვილის მიერ მსხვილი თახნების გადარიცხვის შესახებ „პანამა ფეიფერსის“ მიერ გამოქვეყნებულ მასალას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლამ გამოიწვია დაინტერესება მისი ქონების მიმართ:

„რა გინდოდა მილიარდერს პოლიტიკაში? იყავი შენთვის მშვიდად და დაბაჩუნობდი შენს მილიარდებში და ფარულ ოფშორებში. შემოხვედი პოლიტიკაში – ყველა და ყველაფერი შენ გიყურებს, გსწავლობს, გაკვირდება. ხოდა, გდრუზეს აგერ თავში ურო. დღეს ყველა შენზე და შენს უკანონო ოფშორულ სქემებზე ლაპარაკობს მსოფლიოში და ისე მიდის საქმე, ბიზნესი კი არა, შეიძლება ხელიც აღარ ჩამოგართვან მალე, ან, ფუი ეშმაკს და, აღარ შეგიშვან იქ სადაც შესვლა გინდა და ყველაზე უარესი, შენს /ბიძინა ივანიშვილის/ ფულს, ბიზნესებს და ანგარიშებს გაყინვა დაემუქროს.

აბა, ბიძინა ივანიშვილი • Bidzina Ivanishvili, შენი ქართული ოცნება დროის უკან დაბრუნება (ასე, 2011ში) ხომ არ არის, დაწყევლილ პოლიტიკაში რომ შემოდგი ფეხი პირველად?“-წერს ნიკა გვარამია.

შეგახსენებთ, რომ გამომძიებელი ჟურნალისტების საერთაშორისო გაერთიანებამ გამოაქვეყნა მასალა, რომელიც ასახავს რამდენიმე პოლიტიკოსთან და საჯარო პირთან, მათ შორის საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მულტიმილიარდერ ბიძინა ივანიშვილის სახელთან დაკავშირებულ მასშტაბურ ჩრდილოვან ფინანსურ ოპერაციებს: მსხვილი თანხების გადარიცხვას ოფშორულ კომპანიებში. „პანამის დოკუმენტებად“ წოდებული მასალების თანახმად, ივანიშვილი ფლობს ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე 2011 წელს დაარსებულ კომპანია „ლინდენ მენეჯმენტს“, რომელიც მას პრემიერ-მინისტრობის დროს შევსებულ არც ერთ ფინანსურ დეკლარაციაში არ აქვს შეტანილი. ასევე „პანამის დოკუმენტებით“, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან დაახლოებულ პირებს ორ მილიარდამდე დოლარი აქვთ გადარიცხული ოფშორულ კომპანიებში. „პანამის დოკუმენტებში“ თავმოყრილია პანამაში დაფუძნებულ საადვოკატო ფირმიდან გაჟონილი ინფორმაცია ფულის გადარიცხვის სისტემაზე, რომლის მეშვეობითაც, როგორც ჩანს, მსოფლიოს მრავალი ლიდერი და საჯარო პირი უმალავს სამართალდამცავ და მარეგულირებელ უწყებებს მსხვილ თანხებს – ხშირად, უკანონო გზით ნაშოვნ ფულს. “პანამის დოკუმენტები” ერთბაშად რამდენიმე საინფორმაციო საშუალებამ რამდენიმე ენაზე გაავრცელა. მათში შესულია აგრეთვე მასალები ისლანდიისა და პაკისტანის პრემიერ-მინისტრებზე, აზერბაიჯანის პრეზიდენტის შვილებზე, საუდის არაბეთის მეფეზე, ფეხბურთის ვარსკვლავ ლიონელ მესიზე.

 

იტვირთბა....