Economic ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

საფინანსო კომიტეტი დღეს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის 4 კანდიდატს უსმენს

დღეს, საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტზე მიხეილ ყაველაშვილის მიერ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილი კანდიდატებს მოუსმენენ.

ვახტანგ ბურკიაშვილი, ოთარ შამუგია, ლევან ძნელაძე, ნინო ჯელაძე – ყაველაშვილმა პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის ეს 4 კანდიდატი წარუდგინა.

შეგახსენებთ, ეროვნულ ბანკს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, პირველი ვიცე-პრეზიდენტი ნათია თურნავაა. 2023 წლის ნოემბერში ეროვნულმა ბანკმა საბჭოს ორი აღმასრულებელი წევრი აირჩია – ვიცე-პრეზიდენტების პოსტები ეკატერინე მიქაბაძემ და ეკატერინე გალდავამ დაიკავეს. თეიმურაზ ხომერიკი და ნანა ყეინიშვილი კი საბჭოს არააღმასრულებელი წევრები არიან.

იტვირთბა....