ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სასამართლომ “რუსული კანონის” აქციებზე დაკავებული კიდევ 2 პირი დამნაშავედ ცნო და პატიმრობაში გაუშვა

სასამართლომ რუსული კანონის აქციებზე დაკავებული გიორგი კუჭუაშვილი დამნაშავედ ცნო და 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მას პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდნენ.

პროკურატურის მტკიცებით, კუჭუაშვილმა პოლიციელს ნახევრად სავსე პლასტმასის ბოთლი თვალში მოარტყა. თავად ბრალდებული ამბობს, რომ ბოთლი  პოლიციის მიმართულებით არ უსვრია.

დამნაშავედ ასევე ცნეს დავით კოლდარი, რომელიც ასევე რუსული კანონის აქციებზე დააკავეს და პოლიციის მანქანის დაზიანებას ედავებოდნენ. მას  2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

 

იტვირთბა....