ლოკომოტივის სტადიონთან მედიის წარმომადგენლები ირაკლი კობახიძესა და ხელისუფლების წარმომადგენლებს საპროტესტო შესახილებით დახვდნენ.
ჟურნალისტები გამოცემა „ბათუმელებისა” და ნეტგაზეთის” დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს სოლიდარობას უცხადებენ და მის დაკავებას აპროტესტებენ.
ჟურნალისტებს ადგილზე მიტანილი აქვთ მზია ამაღლობელის ფოტოსურათები. ისმის საპროტესტო შესაძახილები.
შეგახსენებთ, რომ “ბათუმელებისა” და “ნეთგაზეთის” დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი მე-18 დღეა შიმშილობს.