„რედიქს ჯგუფის“ დამფუძნებელმა, ლაშა პაპაშვილმა, BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ პრემიერ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შესახებ ისაუბრა.
„მე მინდა, უფრო მეტი სითბო იყოს და ვთხოვე ირაკლის, რომ მოქალაქეებს უფრო თბილად მოეპყროს, გავიდეს ხალხთან… ვგულისხმობ იმას, რომ შეიძლება უფრო თბილად შეიძლება ადამიანებს ესაუბროს; ახალგაზრდაცაა, ნერვებიც… უნდა ვაპატიოთ.
შეიძლება ვერ შეძლო, მაგრამ დაღვინდებიან და შეძლებენ უკეთესად ამის კეთებას. არაფერი უპატიებელი აქ არის. ყველაზე მთავარი ეს არის. ცოტა ცივი და სწორხაზოვანი მიდგომა აქვს, მაგრამ ეპატიება ეს ადამიანს იმ დროს, როცა 24-საათიანი სამუშაო გაქვს და უამრავი რისკი და პრობლემა აარიდეს ამ ქვეყანას“, – აღნიშნა მან.