Economic ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

„2024 წელს საქართველოში ინფლაციის დონემ 1.9 % შეადგინა“ – საქსტატი

საქსტატის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2024 წელს საქართველოში ინფლაციის დონემ 1.9 პროცენტი შეადგინა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2024 წლის განმავლობაში ფასებმა მოიმატა ბოსტნეულზე თითქმის 16 პროცენტით, შაქარსა და სხვა სახის ტკბილეულზე – 7 პროცენტით, უალკოჰოლო სასმელებზე – 5 პროცენტით. თევზეული ასევე 5 პროცენტით გაძვირდა, ხორცი და ხორცპროდუქტები – ერთი პროცენტით.

ამასთან, 2024 წელს, 2023 წელთან შედარებით, თითქმის არ შეცვლილა ფასები ხილსა და რძის პროდუქტებზე. რაც შეეხება 2025 წლის პროგნოზს, სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ერთპროცენტიანი ინფლაციაა ჩადებული, რაც ეროვნული ბანკის მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელზე დაბალია.

იტვირთბა....