ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ლუკა კურტანიძე სიცოცხლის ბოლომდე პოლიტიკაში რჩება

„სანამ ცოცხალი ვარ, ყოველთვის ვიქნები პოლიტიკაში“

კოალიცია “ქართული ოცნების” წევრი ლუკა კურტანიძე საარჩევნო სიების საკითხს ეხმაურება და აცხადებს, რომ პოლიტიკაში რჩება.

” სანამ ცოცხალი ვარ, ყოველთვის ვიქნები საქართველოს პოლიტიკაში. როდესაც მე ჩემი ქვეყნისთვის რაღაც შევძელი, პარალელურად პოლიტიკაშიც ვიყავი. აფხაზეთში დავიბადე, გავიზარდე, ყოველთვის ვაფიქსირებდი მსოფლიო ჩემპიონატებზე, თუ ოლიმპიურ თამაშებზე, რომ ვარ სოხუმელი და როდესაც საქართველოს დროშა ფრიალებდა და ჰიმნი ჟღერდა, ყოველთვის ფიქსირდებოდა ქალაქი სოხუმი. პოლიტიზებული ყოველთვის იყო ჩემი ცხოვრება და შემდეგში მითუმეტეს. მე ნებისმიერ სფეროში, სადაც არ უნდა ვიყო, ვიქნები წარმატებული. საქართველოს რეალობაში კოალიციის გაერთიანება მოხდა იმიტომ, რომ ის რეჟიმი, რომელიც სრულიად საქართველოს აწუხებდა, უნდა დასრულებულიყო. ეს გამარჯვება იქნა ერთობლივად მოპოვებული და ამის შემდეგ ვფიქრობ, რომ არ გვყავს ისეთი მონსტრი, რომ ერთმანეთს ამ ბლოკებით ვეპაექროთ. დღეს ყველა პარტიას – არასაპარლამენტო პარტიებსაც და პარლამენტში მყოფებსაც აქვთ თანაბარი შანსი, რომ არჩევნებზე მიიღოს საზოგადოების ნდობა და ამ ნდობის მანდატით იმოქმედოს პარლამენტში. ვფიქრობ, რომ დასრულდა საქართველოში ის დრო, როდესაც მძაფრი რადიკალური დაპირისპირებები აღარ იქნება. იწყება ახალი ხანა, როდესაც იქნება პაექრობა საკითხებზე, რომელიც მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის.   დასრულდა ემოციური დაპირპისრებები, რომელსაც ქვეყანა მძიმე მდგომარეობამდე მიყავდა. საქართველოში მკვიდრდება დრო, რომ პრობლემებზე იყოს ქვეყანაში საუბარი. ვფიქრობ, რომ ეს მისასალმებელი ფაქტია”, – განაცხადა კურტანიძემ.

იტვირთბა....