ისლანდიაში საპროტესტო აქცია პრემიერ-მინისტრის გადადგმის მოთხოვნით მიმდინარეობს. დემოსტრანტებმა რეიკიავიკში მდებარე პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორია დაიკავეს. პროტესტი ე.წ “პანამის ქაღალდების” გამოქვეყნებამ გამოიწვია.
ჟურნალისტური გამოძიებით დადგინდა, რომ ქვეყნის პრემიერი ოფშორულ ზონაში ქონებას ფლობს.
შეგახსენებთ, აღნიშნული გამოძიებით აღმოჩნდა, რომ მრავალი პოლიტიკოსი და სპორტსმენი არარეგისტრირებულ ქონება ფლობს. ჟურნალისტურ კვევაში მოხვდა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილიც, რომელიც ოფშორულ ზონაში ერთი კომპანიის მფლობელია.