რუს ბიზნესმენ და პოლიტიკოსს, მიხეილ ხოდორკოვსკისთან დაკავშირებული კომპანია Quadrum Property Group-ი თბილისში, ასათიანის ქუჩაზე მშენებარე მულტიფუქციურ საცხოვრებელ სახლში პირველ ეტაპზე 30 მილიონი დოლარის ინვესტიციას ჩადებს.
როგორც „კომერსანტს“ კომპანია Quadrum Property Group-ის და East Point-ის მარკეტინგის სამსახურის წარმომადგენელმა თეა ლომინაძემ განუცხადა, მშენებლობა გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.
დანარჩენ დეტალებზე კომპანიის წარმომადგენელი არ საუბრობს და აცხადებს, რომ დაზუსტებული ინფორმაცია, თუ როდის დაიწყება გაყიდვები და როდის დასრულდება მშენებლობა, მოგვიანებით გახდება ცნობილი.