ახალი ამბები მთავარი სამართალი

მაგდა პაპიძის და დეტალებს იხსენებს: „რატომ გაარიდეს ბერძენიშვილი საქმეს?“

შვილის და ქმრის მკვლელობაში ბრალდებულის, მაგდა პაპიძის გახმაურებული საქმის ახალ დეტალებზე, დღეს გახდა ცნობილი. კერძოდ პაპიძის მეგობარი მამაკაცის, ოთო ბერძენიშვილის შესახებ, რომელმაც, როგორც გაირკვა მომხდარი მკვლელობის შესახებ პირველმა შეატყობინა პოლიციას. ამ ფაქტებზე „ნიუპოსტთან“ მაგდა პაპიძის და, ლანა პაპიძე საუბრობს და სხვა ახალ დეტალებსაც იხსენებს.

მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს მაგდა პაპიძემ ოთარ ბერძენიშვილს მოკლე ტექსტური შეტყობინების საშუალებით მიღებული გადაწყვეტილების შესახებ აცნობა, რომელიც მისი ქმრისა და შვილის მკვლელობას ეხება, ლანა პაპიძე უარყოფს.

„ბერძენიშვილზე ეჭვი, მაშინვე გაგვიჩნდა, როცა დედაჩემს პროკურატურაში უთხრეს, რომ ოთარ ბერძენიშვილისგან შემოვიდა პირველი ზარიო. რატომ დარეკა, რატომ არ ინტერესდებიან ამ ადამიანით. ჩემს სიძეს მარცხენა მხარეს ნაფხაჭნები აქვს, თუმცა მაგდას დნმ არ აღმოჩდა, სისხლის კვალი არც ჩემი დის ფრჩხილში აღმოჩნდა. რა უნდათ დაამტკიცონ, წავიდა სალონში თმა დაივარცხნა და ნახევარ საათში ქმარ-შვილი დახოცა?”- უთხრა “ნიუპოსტს” ლანა პაპიძემ.

მისი თქმით, მისი სიძისა და დის ტელეფონები ისმინებოდა, ამიტომაც ოთარ ბერძენიშვილთან ტელეფონით კომუნიკაციას აბსოლუტურად გამორიცხავს.

„ჩემი სიძისა და დის ტელეფონები ისმინებოდა, რადგან სამსახურის ნომრები იყო – ომარიმ მისცა შსს-ს ნომერი ჩემ დას, ასეთი უჭკუო არ იყო ჩემი და რომ მიეწერა იმ კაცისთვის რამე. ბერძენიშვილის შესახებ მე ვიცოდი ზოგადად, ჩემი დისგან ვიცოდი, რომ ამ ბიჭს სიმპათიები ჰქონდა, სულ ვაფრთხილებდი მაგდას მოეშორებინა, არ გაიგოს ომარიმთქო. მე ეს ბიჭი ერთხელ ვნახე „ლუკოილთან“ და სულ ეს იყო. ომარი მაგდას ფეისბუქით ხშირად სარგებლობდა, ამიტომ გამოვრიცხავ რამე მიეწერა. მაგდას ტელეფონით მოძრაობდა, სულ გვაფრთხილებდა, თუ პასუხი არ მოგწერეთ ომარი იქნება შესული ფეისბუქზეო, თორნიკეს საფლავს გეფიცები, რომ მე გამომძიებლისთვის არ მითქვამს, ჩემი და და ბერძენიშვილი საყვარლები არიან თქო, მე მხოლოდ ის ვთქვი, რომ ერთად დავინახე, ბენზინგასამართ სადგურზე. ძალიან საინტერესოა რატომ გაარიდეს ეს ბიჭი საქმეს? რატომ არ ვიცით მისი ჩვენება, ეს არის ჩვენი ეჭვის საფუძველი” – აღნიშნა ლანა პაპიძემ.

რაც შეეხება კიდევ ერთ ინფორმაციას, რომელიც მაგდას მიერ მისი შვილის, თორნიკეს სამედიცინო ცენტრ “ლანცეტში” გადაყვანას გულისხმობს, რესპოდენტმა აღნიშნა, რომ ეს ინფორმაცია მეზობლებზე დაყრდნობით გაავრცელა.

იტვირთბა....