ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

 „ნაცმოძრაობაში“ წინასაარჩევნოდ კოალიციის შექმნას არ გამორიცხავენ

პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრი, გიორგი ბარამიძე არ გამორიცხავს, რომ პარტიამ წინასაარჩევნოდ კოალიცია შექმნას, ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

„გამორიცხული არ არის საარჩევნო ინტერესებიდან გამომდინარე რაღაც ამგვარი ნაბიჯები გადაიდგას, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება ძირითადი პოლიტიკური სუბიექტი, რომელიც არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. დანარჩენი ტაქტიკურად რა იქნება ჩვენთვის მიზანშეწონილი, ბუნებრივია, ამ გადაწყვეტილებას როცა მიიღებს პარტიის პოლიტიკური საბჭო, თქვენ იქნებით პირველები, რომლებიც ამას გაიგებთ“,  – განაცხადა ბარამიძემ.

ის არ აკონკრეტებს რომელიმე კონკრეტულ პარტიასთან კონსულტაციებს და ამბობს, რომ ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია.

„ჩვენ მუდმივად გვაქვს დიალოგი საქართველოში არსებულ პრაქტიკულად ყველა პოლიტიკურ ორგანიზაციასთან, გარდა „ქართული ოცნებისა“ სხვადასხვა თემებთან დაკავშირებით. “ქართულ ოცნებასთან“ ვურთიერთობთ როგორც ხელისუფლებასთან, რამეს მივუთითებთ, მაგრამ სამწუხაროდ არაფერი შეუსმენიათ“, – განაცხადა ბარამიძემ.

იტვირთბა....