ეროვნულმა ფორუმმა კოალიციის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. ყრილობის დასრულების შემდეგ ჩატარებული კენჭისყრის შედეგად გადაწყდა, რომ ისინი არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებენ.
ეროვნული ფორუმი უმრავლესობის რიგებს ოფიციალურად ხვალ დატოვებს. ხვალ პარტიაში გაიმართება სპეციალური ბრიფინგი, სადაც საპარლამენტო უმრავლესობიდან გასვლის საკითხზე განცხადება გაკეთდება.