თუკი “ეროვნული ფორუმის” ყრილობა კოალიციიდან და საპარლამენტო უმრავლესობიდან გასვლას გადაწყვეტს, მე თანამდებობას დავტოვებ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, “ეროვნული ფორუმის” ერთ-ერთმა ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ განუცხადა.
“ეროვნული ფორუმის” საპარლამენტო უმრავლესობაში ყოფნა არის ტექნიკური საკითხი, თუმცა საკმაოდ მნიშვნელოვანი. მაგრამ ეს არ არის სტრატეგიული თემა, ეს უფრო ტაქტიკის საკითხია. კოალიციიდან გასვლის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ლოგიკა გულისხმობს უმრავლესობიდან გასვლასაც, მაგრამ ჯერ პარტიის წევრებს მოვუსმენ”, – აღნიშნა სანიკიძემ.