საქართველოს ხელისუფლება მზადაა, სომხეთსა და აზერბაიჯანს მოლაპარაკებების ადგილად თბილისი შესთავაზოს, რადგან მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ აუცილებელია, უახლოეს მომავალში გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომა იქნას მოწვეული.
ქართველი პოლიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ მიმდინარე მოვლენების ფონზე ახალი ცხელი კერა მივიღოთ.
ყარაბაღის მოსაზღვრე აზერბაიჯანის მიერ კონტროლირებად ბოლო სოფელში, მთის გადაღმა მიმდინარეობს ინტენსიური შეტაკებები და დაახლოებით 5-10 წუთიანი ინტერვალით და ისმის ძლიერი აფეთქების ხმა. ადგილობრივი მოსახლეობა კი განმარტავს, რომ რთულ ვითარებაში იმყოფებიან. აზერბაიჯანული და სომხური მხარე შექმნილ ვითარებაზე ბრალს ერთმანეთს სდებს.
rustavi2