ახალი ამბები მთავარი

მთიან ყარაბაღში ისევ საბრძოლო მოქმედებებია

მთიან ყარაბაღში ისევ საბრძოლო მოქმედებებია.  გამთენიისას  სროლისა და აფეთქებების ხმა ისმოდა. თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. სამხედრო მეთაურობა აცხადებს, რომ სროლა დილის 5 საათიდან განახლდა.

ბაქოში ამტკიცებენ, რომ ცეცხლი ისევ სომეხმა სამხედროებმა გახსნეს და სარაკეტო– საარტილერიო დანადგარები და ჯავშანტექნიკა გამოიყენეს. საწინააღმდეგოს ამტკიცებენ სომხეთში და აცხადებენ, რომ ცეცხლი აზერბაიჯანურმა მხარემ გახსნა.

კონფლიქტის გამწვავების გამო აზერბაიჯანის პრეზიდენტი ბაქოში დაბრუნდა და ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელების საგანგებო სხდომა მოიწვია. თავდაცვის უწყებამ პრეზიდენტს მოახსენა, რომ მტრის შეტევა სამხედროებმა მოიგერიეს და ერთ-ერთ სიმაღლეზე კონტროლი აღადგინეს.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს სახელით სოციალურ ქსელში ვიდეო მასალაც გავრცელდა, რომელზეც ბრძოლების შემდეგ ერთ-ერთი სიმაღლის აღება და სამხედრო ტექნიკის განლაგებაა ასახული.

სომხეთის არმიამ ყარაბაღში სარაკეტო–საარტილერიო ბრიგადა გაგზავნა. კადრები რომელიც დანადგარების გადაადგილებას ასახავს ასევე სოციალურ ქსელში ვრცელდება.

რუსთავი2

იტვირთბა....