“პარტია რჩება უმრავლესობაში და კონსერვატორები ვაგრძელებთ ყველა იმ რეფორმის მხარდაჭერას, რომელიც 2012 წელს კოალიციურ რეჟიმში დავიწყეთ.”- ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა განაცხადა.
“ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად მიგვაჩნია ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება. აქედან გამომდინარე, კოალიციის დაშლის მიუხედავად, პარტია რჩება უმრავლესობაში და კონსერვატორები ვაგრძელებთ ყველა იმ რეფორმის მხარდაჭერას, რომელიც 2012 წელს კოალიციურ რეჟიმში დავიწყეთ. ხელისუფლებასთან ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას ამ რეფორმების თანმიმდევრულად და წარმატების განსახორციელებლად. ჩვენი ყველა მომავალი მოქმედების განხორციელება თანხვედრი იქნება საქართველოს სახელმწიფობრივ ინტერესთან და უპირველესად ევროპაში ინტეგრაციის პროცესთან, ასევე დემოკრატიული პროცესების სტაბილურ განვითარებასთან”, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.