ევროკომისარი მიგრაციის, საშინაო და მოქალაქეობის საკითხებში დიმიტრის ავრამოპოლუსი დღეს საქართველოს ეწვია.-ამ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ვიზიტის ფარგლებში ევროკომისარი შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძეს, იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს არჩილ თალაკვაძეს.
ასევე დაგეგმილია დიმიტრის ავრამოპოლუსის შეხვედრა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან, უწმინდესთან და უნეტარესთან ილია მეორესთან.