ახალი ამბები მთავარი

გაზის გაჟონვამ აფეთქება და 15 ბინის დაზიანება გამოიწვია

გაზის გაჟონვის შეეგად გამოწვეულმა აფეთქებამ ბათუმში თხუთმეტამდე ბინა დააზიანა. დაშავებულის,  78 წლის მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ის  პირველი და მეორე ხარიხსის დამწვრობებით ქუთაისში გადაიყვანეს. აფეთქება დაშავებულის ბინაში, კორპუსის პირველ სართულზე მოხდა. კორპუსში  ყველაზე მძიმე მდგომარეობა პირველ და მეორე სართულზეა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ბუნებრივი აირის სამდღიანი გათიშვის შემდეგ მარტოხელა მამაკაცს გაზის ონკანი არ ჰქონდა გადაკეტილი, რის გამოც, გაზის მოსვლის შემდეგ, ოთახში შუქის ანთებამ აფეთქება გამოიწვია.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები, სახანძრო სამსახურის ეკიპაჟები და სოკარის საავარიო ჯგუფები მუშაობდნენ.

იტვირთბა....