ახალი ამბები კულტურა მთავარი

მილიონ დოლარად გაყიდული ქართველი მხატვრის ტილო, რომლის შეძენა ივანიშვილს და ცუკერბერგს სურდა

რომან კრიხელის ამ ნამუშევრის ყიდვა ბიძინა ივანიშვილს, რომან აბრამოვიჩს, youtube-ს დამფუძნებელს და მარკ ცუკერბერგს სურდა. ნამუშევარი უკვე გაყიდულია. მისი მყიდველის ვინაობა უცნობია და ასევე უცნობია ფასი, თუმცა, როგორც თავად მხატვარი აცხადებს, მილიონ დოლარზე მეტად გაიყიდა.

ცნობილია რომ ნახატზე ასახული ქალი მხატვარმა რომან აბრამოვიჩის მეგობარი გოგონას, დაშა ჟუკოვას გარეგნობის გავლენით შექმნა. თავად მხატვარიც არ უარყოფს, რომ ნახატზე როგორც ბევრი სხვა, მისთვის მომხიბვლელი ქალის, დაშა ჟუკოვას გარეგნობის ელემენტებიც არის გამოყენებული.

ქართველმა მხატვარმა სახელი ამერიკაში მოღვაწეობისას გაითქვა.  კრიხელი  შტატებში ცხოვრობს. ის 37 წლის წინ წავიდა საქართველოდან. ხანგრძლივი განშორების შემდეგ ის პირველად 2011 წელს იყო საქართველოში, მცირე დროით. მხატვარი ამ მომენტს ემოციურად იხსენებს. რომან კრიხელი აპირებს გამოფენა თბილისშიც მოაწყოს.

წყარო: georgianjournal.ge

პიც1

პიც2

იტვირთბა....