ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

„შოთაძის თანამდებობაზე დარჩენა სერიოზული საფრთხეა“

 

არასამთავრობოთა გაერთიანება „ეს შენ გეხება“ მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის გადაყენებას მოითხოვს. მათი განცხადებით, ფარული კადრების გამოძიების საქმე გაჭინაურდა, ძიება არაეფექტურად მიმდინარეობს, საქმე გამოუძიებელია და პასუხისმგბლობა მთავარმა პროკურორმა უნდა აიღოს თავის თავზე.

„სამართლადამცველ სისტემაში ირაკლი შოთაძის დარჩენა სერიოზული საფრთხის შემცველია“ – აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. მათი განცხადებით, მნიშვნელოვანია ეს საკითხი მალე იქნას გამოძიებული.

შეგახსენებთ, რომ დღეს პროკურატურის განცხადებით, გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა კონკრეტულ შტრიხებზე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე აქცენტები ვერ კეთდება. პროკურატურის ინფორმაციით, ფარულად გადაღებული კადრები საქართველოს ტერიტორიიდან არ არის ატვირთული და არც 2012 წლის შემდეგ არის გადაღებული. პროკურატურის განცახდებით ძიებაში FBI ჩაერთო.

იტვირთბა....