ახალი ამბები მსოფლიო სპორტი

რაფაელ ნადალმა ჩოგბურთში კარიერა დაასრულა

ლეგენდარულმა ესპანელმა ჩოგბურთელმა რაფაელ ნადალმა 38 წლის ასაკში სოციალური ქსელის მეშვეობით საზოგადოებას აცნობა, რომ ქრონიკული ტრავმების გამო აქტიურ სპორტულ კარიერას ასრულებს.

“მატადრორის” ბოლო ტურნირი მალაგაში 19-24 ნოემბერს გასამართ დევისის თასის შეხვედრები იქნება.

„გამარჯობა ყველას, მე აქ ვარ, რათა გაცნობოთ, რომ პროფესიონალურ ჩოგბურთს ვტოვებ. რეალობა ისაა, რომ ეს იყო რამდენიმე რთული წელი, განსაკუთრებით ბოლო ორი. არამგონია, რომ შეზღუდვების გარეშე ვითამაშო.

ეს აშკარად რთული გადაწყვეტილებაა, რომლის მიღებისთვის გარკვეული დრო დამჭირდა, მაგრამ ამ ცხოვრებაში ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული და ვფიქრობ,  რომ ეს არის შესაფერისი დრო, რომ კარიერა დავასრულო, რომელიც გრძელი და გრძელია. ბევრად უფრო წარმატებული, ვიდრე წარმომედგინა”, – თქვა ნადალმა.

ინფორმაციისთვის, ნადალმა ATP რეიტინგის სათავეში 209 კვირა გაატარა და ჯამში 92 პროფესიონალური ტურნირი მოიგო. მის ანგარიშზე 22 დიდი სლემის ტურნირია.

იტვირთბა....