“ხელისუფლება თუ არჩევნების შედეგებს მიიტაცებს უვიზო მიმოსვლა შეჩერდება” – ამის შესახებ “მეტრონომთან” რესპუბლიკური პარტიის დამფუძნებლმა, დავით ბერძენიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, დასავლეთის ქმედება დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად თავისუფალ და სამართლიან პირობებში ჩაატარებს ხელისუფლება არჩევნებს.
• არის თუ არა შანსი, რომ დავკარგოთ უვიზო მიმოსვლა და ყველა ის დახმარება , რომელსაც ვიღებთ ევროპისგან ?
ხელისუფლება თუ არჩევნების შედეგებს მიიტაცებს უვიზო მიმოსვლა შეჩერდება . არ აქვს მნიშვნელობა ვინ რამდენ მანდატს მიიღებს, უვიზო მიმოსვლა მაშინ შენარჩუნდება, როცა ეს არჩევნები იქნება აღიარებული, როგორც სამართლიანი. თუ ხელისუფლება თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს არ ჩაატარებს, მაშინ ევროკავშირი პირდაპირ გვეუბნება, გავაჩერებ ყველაფერს. აქ არ არის ლაპარაკი ვინ მოიგებს, ევროკავშირი ვინმესკენ კი არ არის, იგი არის ქართველი ხალხისკენ. თუ არჩევანი თავისუფალი იქნება ამ შედეგს მიიღებს ყველა და დაეთანხმება – აღნიშნა პოლიტიკოსმა.