ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ რეზოლუციას დღეს, 9 ოქტომბერს უყრიან კენჭს. 25-პუნქტიან დოკუმენტში ნათქვამია, რომ თუ საქართველოს მოქმედი ხელისუფლება ამჟამინდელ კურსს არ შეცვლის, სავარაუდოდ, ევროკავშირის საქართველოსთან თანამშრომლობა ვიზალიბერალიზაციისა და კანდიდატის სტატუსთან მიმართებით, შეიცვლება.
რეზოლუციაში შესულია ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილის პერსონალური სანქცირების საკითხი და წერია, რომ ევროპარლამენტარები გმობენ ბიძინა ივანიშვილის პირად როლს “მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისსა და ევროატლანტიკური ორიენტაციისთვის ძირის გამოთხრისა და ქვეყნის რუსეთისკენ მიბრუნების მორიგ მცდელობაში”.
ასევე, ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ევროპულ საბჭოსა და EU-ის დემოკრატიულ პარტნიორებს, დაუწესოს დაუყოვნებლივი და მიზანმიმართული პერსონალურ სანქციები ბიძინა ივანიშვილს “საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში მისი როლის გამო”.
რეზოლუციის ტექსტში საუბარია საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესახებაც და ნათქვამია, რომ ის ჰუმანიტარული მიზნით, საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადასაყვანად უნდა გათავისუფლდეს.
შეგახსენებთ, ევროპარლამენტში გუშინ, 8 ოქტომბერს საქართველოს შესახებ მოსმენა და დებატები გაიმართა.