მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიანემ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი

ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გამართულ დებატებზე ევროპარლამენტის წევრმა, რასა იუკნევიჩიანემ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი.

„საქართველოს მთავრობას პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს სააკაშვილის სიცოცხლესა და ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანისთვის“, – აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ევროპარლამენტი ყურადღებით დააკვირდება 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს.

„ჩვენ კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ, რომ არჩევნების ჩატარება სრულად უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებს. თუ „ქართული ოცნების“ მთავრობა გააგრძელებს ლუკაშენკოს გზას, ევროკავშირიო იძულებული იქნება გადახედოს ვიზალიბერალიზაციას“, – დასძინა მან.

იტვირთბა....