მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ვნახეთ ადამიანების ბრძოლა, რომლებიც ქართულ კოშმარს ეწინააღმდეგებოდნენ… გვახსოვს ნანა მალაშხია დროშით, რომელიც წყლის ჭავლის მიუხედავად, მყარად იდგა ფეხზე” – ევროპარლამენტარი

“ვნახეთ ადამიანების ბრძოლა, რომლებიც ქართულ კოშმარს ეწინააღმდეგებოდნენ… გვახსოვს ნანა მალაშხია დროშით, რომელიც წყლის ჭავლის მიუხედავად, მყარად იდგა ფეხზე”, – ამის შესახებ ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ განხილვაზე ევროპარლამენტარი რენიერ ვან ლანშოტი.

“ქართლის დედა დგას სოლოლაკში, გორაკზე, რომელიც გამოხატავს ქართველების სულისკვეთებას, ერთ ხელში აქვს ღვინო, სტუმრებისთვის და მეორეში აქვს ხანჯალი, იმათთვის ვინც მოდის მტრულად. საქართველო არის ქვეყანა, ძალიან ამაყი ადამიანებისა, რომლებიც ლაპარაკობენ ძველ ენაზე და გააჩნიათ 4 ათას საუკუნეზე დიდი ისტორია. ჩვენ ვნახეთ ადამიანების ბრძოლა და მათი გამოსვლები დემონსტრაციებზე, რომლებიც წინააღმდეგობას უწევდნენ არა “ქართულ ოცნებას”, არამედ ქართულ კოშმარს.

ამ “ქართულ ოცნებას” უნდა აკრძალოს ოპოზიციური პარტიები, ავრცელებენ დეზინფორმაციას და სიცრუეს და მათ უნდა გაიგონ, რომ რუსეთი ნიშნავს ომს და ევროკავშირი ნიშნავს მშვიდობას. კარგ დემოკრატიებში ხდება ასეთი მთავრობების გაშვება. ვხედვათ, რომ საქართველოში ახალგაზრდა ლიდერების დიდი თაობაა და ეს ის თაობაა, რომელიც საქართველოს ევროკავშირში მიიყვანს. რეზოლუციაშიც აღნიშნულია, რომ მათ უნდა ჰქონდეთ ჩვენი იმედი. ჩვენ აუცილებლად უნდა ვნახოთ ქუჩაში გასული ასეულობით ქართველი. გვახსოვს, როგორ ზეიმობდნენ ისინი კანდიდატის სტატუსის მიღებას, გვახსოვს ნანა მალაშხია დროშით, რომელიც მყარად იდგა ფეხზე მიუხედავად მასზე მიშვერილი წყლის ჭავლისა”, – ამბობს რენიერ ვან ლანშოტი.  [სინქრონული თარგმანი] 

იტვირთბა....