“რუსეთი არასდროს ასრულებს დადებით როლს კონფლიქტების მოგვარების დროს” – ამის შესახებ “მეტრონომთან” ანალიტიკოსმა ზურაბ ბატიაშვილმა განაცხადა, რითიც რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ილჰამ ალიევთან და ნიკოლ ფაშინიანთან დაგეგმილ შეხვედრას გამოეხმაურა.
• ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტი პუტინი დღეს ილჰამ ალიევსა და ნიკოლ ფაშინიანს შეხვდება – რა მიზანი ამოძრავებს რუსეთის პრეზიდენტს ?
ვიცი, რომ პუტინი იყო ჩასული ცოტახნის წინ ბაქოში და იქ ჰქონდა მას შეხვედრები აზერბაიჯანის ხელმძღვანელობასთან. საუბარი იყო სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებზე. განსაკუთრებული და გადამწყვეტი არაფერი ყოფილა. კარგად უნდა გვესმოდეს, რომ რუსეთი არასდროს ასრულებს დადებით როლს კონფლიქტების მოგვარების დროს, შესაბამისად ვერც ამ კონფლიქტში ვერ ექნება რამე პოზიტიური წვლილის შეტანის საშუალება ან საერთოდ სურვილი. ეს შეხვედრები ემსახურება ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების საკითხებს. მოგეხსენებათ აზერბაიჯანი და რუსეთი გაზისა და ნავთობის მომპოვებელ-ექსპორტიორი ქვეყნები არიან. უამრავი საკითხია ამ სფეროებშიც განსახილველი – აღნიშნა ანალიტიკოსმა.
ცნობისთვის, ალიევი და ფაშინიანი მოსკოვში დსთ-ს სახელმწიფოთა მეთაურთა საბჭოს სხდომაში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდნენ, რომელსაც პუტინი უხელმძღვანელებს.