აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი

1 -ელი იანვრიდან დღემდე, საზღვარზე სანქციების გვერდის ავლის მცდელობის 347 შემთხვევა დაფიქსირდა

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საერთაშორისო სანქციების დაწესებიდან დღემდე, დაფიქსირებულია საქართველოს საბაჟო საზღვრებიდან გაბრუნებისა და საბაჟო პროცედურების განხორციელებაზე უარის თქმის 2 088 შემთხვევა.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, 2024 წლის 1 -ელი იანვრიდან 7 ოქტომბრის ჩათვლით, დაფიქსირდა საქართველოს საბაჟო საზღვრიდან სანქციების გვერდის ავლის მცდელობის 347, 2023 წელს კი 852 შემთხვევა:

“დღეის მონაცემებით, საბაჟო ადმინისტრაციაში აქტიურია რისკის 37 პროფილი, რომელიც ავტომატურ რეჟიმში ახდენს სანქცირების შესახებ მონაცემთა იდენტიფიცირებას და დამატებითი რისკ-ფაქტორების გამოვლენის ინიცირებას.

საერთაშორისო სანქციების დაწესებიდან დღემდე, დაფიქსირებულია საქართველოს საბაჟო საზღვრებიდან გაბრუნებისა და საბაჟო პროცედურების განხორციელებაზე უარის თქმის 2088 შემთხვევა.

2024 წლის 1 -ელი იანვრიდან 7 ოქტომბრის ჩათვლით, დაფიქსირდა საქართველოს საბაჟო საზღვრიდან სანქციების გვერდის ავლის მცდელობის 347 ფაქტი, ხოლო 2023 წელს-852 შემთხვევა.

საერთაშორისო სანქციების დაწესებიდან დღემდე დაფიქსირებული ყველა ამ მცდელობის შემთხვევაში, საქონელი დაექვემდებარა უკან გაბრუნებას, გარდა იმ ფაქტებისა, როდესაც სანქციების გვერდის ავლის მცდელობისას, დადგა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა და საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის საგამოძიებო უწყებას გადაეცა.” აცხადებს უწყება,

იტვირთბა....