ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

” უკრაინა რუსული გაზის ტრანზიტზე შეთანხმებას არ გააგრძელებს” – უკრაინის პრემიერმინისტრი, დენის შმიგალი

უკრაინის პრემიერმინისტრი, დენის შმიგალი ამბობს, რომ უკრაინა არ გააგრძელებს რუსული გაზის ტრანზიტის ხელშეკრულებას, მას შემდეგ, რაც მისი ვადა ამოიწურება. ამ თემაზე მან სლოვაკეთის პრემიერ, რობეტ ფიცოსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

მხარეებმა მოლაპარაკებები გამართეს დასავლეთ უკრაინაში, უჟგოროდში, უკრაინელი ოფიციალური პირის თქმით, ყურადღება გამახვილდა ინფრასტრუქტურულ თანამშრომლობაზე, ენერგეტიკულ უსაფრთხოებასა და კიევის სამშვიდობო გეგმის მხარდაჭერაზე.

„უკრაინა კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ არ გააგრძელებს რუსეთთან სატრანზიტო შეთანხმებას ვადის ამოწურვის შემდეგ. უკრაინის სტრატეგიული მიზანია კრემლს წაერთვას ნახშირწყალბადების გაყიდვით მიღებული მოგება, რომელსაც აგრესორი ომის დასაფინანსებლად იყენებს.” – განაცხადა პრემიერმინისტრმა.

სლოვაკეთი, NATO-სა და ევროკავშირის წევრი, ეწინააღმდეგება კიევის NATO-ში გაწევრიანებას, მაგრამ დიდი ინტერესი აქვს, შენარჩუნდეს რუსეთიდან დასავლეთში უკრაინის გავლით ნავთობისა და გაზის ტრანზიტი.

იტვირთბა....