ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ზურა ნიჟარაძე თავისუფალია – ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი დედა, ეკა მურცხველიძე ავრცელებს.
და აიიი დადგა ის დღეც, როდესაც ყველა დღეს გადავხაზავ ლოდინის და მონატრების კალენდარში.
ყველა მონატრებაც მივუშვი ნებაზე-ზურა თავისუფალიაააააააააა… მადლობა,მადლობა ,მადლობა ადამიანებო გვერდით რომ მედექით და მაძლიერებდით-დანარჩენს უკვე ზურა დაწერს-მე და ამოს დაგვეწყო ბედნიერების დღეების ათვლა კალენდარში, – წერს ის.
შეგახსენებთ, რომ ზურა ნიჟარაძე 2023 წლის 11 ნოემბერს, დააკავეს. პროკურატურა მას სამი სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალების – 1.4628 გრამი MDMA, 0.000105 გრამი LSD, 4.76617 გრამი კეტამინის – ფლობას ედავებოდა.
ფოტო გადაღებულია 2023 წლის 28 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც მას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა.