აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი

“რუსეთი არ განიხილავს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საქართველოსთვის დაბრუნებას და არ გაიყვანს ჯარებს”- კონსტანტინ ზატულინი

რუსეთი არ განიხილავს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საქართველოსთვის დაბრუნების ვარიანტს, მოსკოვი შეასრულებს უსაფრთხოების ყველა შეთანხმებას და ჯარებს არ გაიყვანს რეგიონებიდან, – აცხადებს დუმის დსთ-ის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, კონსტანტინ ზატულინი.

ზატულინი სერგეი ლავროვის იმ განცხადებას განმარტავს, რომელსაც “ოცნების” ხელისუფლება პოზიტიურად შეხვდა:

„იგულისხმება თუ არა დაახლოებაში რუსული ჯარების გაყვანა? ჩვენ გვაქვს შეთანხმებები აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან უსაფრთხოების საკითხებზე, სამხედრო საკითხებზე და ა.შ. არავინ განიხილავს ამ საკითხს, ლავროვმა თქვა, რაც თქვა, ჯარების გაყვანას არ გულისხმობდა. საქმე იმაშია, რომ აუცილებელია აფხაზეთში, ოსეთსა და საქართველოში არსებული რეალობის აღიარება, სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების ფარგლებში რაიმე სახის რეალური ურთიერთქმედების ფორმების ჩამოყალიბება. ლავროვის სიტყვები არ უნდა გავიგოთ, როგორც რუსეთის ინტერესი სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის საქართველოში დაბრუნებით. ეს კითხვა დიდი ხანია გაქრა.“, – განმარტა ზატულინმა.

შეგახსენებთ, ლავროვმა გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის შემდეგ კონფერენციაზე “ქართული ოცნება” კიდევ ერთხელ შეაქო და ოკუპირებული აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს “მეზობელ ქვეყნებად” მოიხსენია. მან თქვა, რომ მოსკოვი მზადაა “ქვეყნებს ურთიერთობების ნორმალიზების პროცესში დაეხმაროს”. ოკუპანტის ამ განცხადებას ორჯერ უწოდა “პოზიტიური” თბილისის მერმა კალაძემ.

იტვირთბა....