დაჯგუფება “ჰეზბოლამ“ ისრაელის მიმართულებით 320 რაკეტა გაისროლა.
როგორც დაჯგუფების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, რაკეტების სამიზნე ისრაელის ჩრდილოეთში მდებარე 11 სამხედრო ბაზა იყო.
“ჰეზბოლაში“ აცხადებენ, რომ ეს იერიში არის თავდასხმის პირველი ფაზა და წარმოადგენს პასუხს 30 ივლისს დაჯგუფების სამხედრო მეთაურის, ფაუდ შუქრის მკვლელობაზე.