ძიუდოს ფედერაცია ყოფილი სპორტსმენის, ვარლამ ლიპარტელიანის “ქართულ ოცნებაში” გაწევრიანებას გამოეხმაურა.
“მივესალმებით ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტნის, ვარლამ ლიპარტელიანის გადაწყვეტილებას კარიერის პოლიტიკაში გაგრძელების თაობაზე. დარწმუნებულები ვართ, რომ უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოში მისი ყოფნა დადებითად აისახება არა მხოლოდ ძიუდოსა და სპორტის, არამედ ზოგადად, ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე”. – წერია ძიუდოს ფედერაციის განცხადებაში.