ზოლინგენში მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით 15 წლის მოზარდი დააკავეს – ამის შესახებ დიუსელდორფის პოლიციის უფროსმა და პროკურორმა პრესკონფერენციაზე განაცხადეს.
პოლიციამ დაადასტურა, რომ ქალაქ ზოლინგენში, ფესტივალზე დანით შეიარაღებული პირის თავდასხმის შედეგად, ორი მამაკაცი და ერთი ქალი დაიღუპა, ხოლო რვა ადამიანი დაშავდა, მათგან ოთხის მდგომარეობა მძიმეა.