ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დავით ქაცარავამ პოლიტიკური პარტია დააფუძნა – ვინ იქნებიან გაერთიანების წევრები?

„ანტისაოკუპაციო მოძრაობის“ წევრმა, დავით ქაცარავამ პოლიტიკური პარტია „ჩვენ“ დააფუძნა.

გაერთიანების წევრები არიან მსახიობი კახა გოგიძე, ადვოკატი მიხეილ რამიშვილი, პიარ – მენეჯერი ხატია ბაკურაძე, კონფლიქტოლოგი აკია ბარბაქაძე და ა.შ.

“დღეს ვაანონსებთ ახალი პოლიტიკური ერთობის, პოლიტიკური ძალის ჩართვას წინასაარჩევნო კომპანიაში. „ჩვენ“ დაფუძნდა იმ ადამიანების მიერ, რომლებიც ყოველთვის იბრძოდნენ და იბრძოლებენ საქართველოსთვის. „ჩვენ“ – ეს არის იმ ადამიანების ერთობა, რომელიც აცნობიერებენ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დღეს ერთობა, საზოგადოებასთან ურთიერთობა და ამ ბრძოლაში ჩართვა. ბრძოლა არის ეგზისტენციალური ხასიათის! ჩვენ დავიწყეთ, ჩვენ ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ”, – განაცხადა დავით ქაცარავამ.

იტვირთბა....