თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელს ელ-ფოსტა გაუტეხეს. ხიდაშელის თქმით, უცხო პირი პირად მეილზე უკრაინიდან შევიდა.
“მეგობრებო ეს შეტყობინება მივიღე გუგლიდან ახლა. არ ვიცი რას ნიშნავს, მაგრამ თუ ვინმეს რამე უცნაური წერილები მოგივიდათ ჩემი სახელით იცოდეთ რომ როგორც გუგლი იტყობინება ვიღაც უკრაინაში შევიდა ჩემი პაროლით”. – წერს მინისტრი სოციალურ ქსელში.