უკრაინა აცხადებს, რომ კურსკის ოლქში, რუსეთის პოზიციების წინააღმდეგ, მაღალი სიზუსტის ამერიკული ავიაბომბები გამოიყენეს – ინფორმაციას ქვეყნის საჰაერო ძალები ავრცელებს.
საჰაერო ძალების მეთაური, ნიკოლაი ოლეშუკი ტელეგრამის საკუთარ არხზე შესაბამის ვიდეოსაც აქვეყნებს და წერს, რომ დარტყმები უპილოტო საფრენი აპარატების მართვის პუნქტზე, რადიოელექტრონული ბრძოლის დანაყოფზე, ტექნიკაზე, შეიარაღებასა და 40-მდე სამხედროზე განხორციელდა.