რუსეთის კრასნოდარის მხარეში, პორტ “კავკაზში”, სავარაუდოდ, უკრაინის დარტყმის შედეგად, საწვავით დატვირთული ბორანი ჩაიძირა – ამის შესახებ უცხოური მედია კრასნოდარის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით წერს.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, სარკინიგზო ბორანზე საწვავის 30 ავზი იყო. იერიშის შედეგად ბორტზე ცეცხლი გაჩნდა, რის შემდეგაც ის ჩაიძირა.
შეგახსენებთ, რომ პორტი “კავკაზი” ქერჩი ხიდთან მდებარეობს. ბორანზე დარტყმის გამო, ხიდზე გადაადგილება დროებით შეიზღუდა.