ირანში პაკისტანელი მომლოცველების ავტობუსი ავარიაში მოყვა, ავტოკატასტროფას 28 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, შემთხვევა ღამით ირანის ცენტრალურ პროვინციაში, იაზდში მოხდა. გამოძიების წინასწარი ვერსიით, ავტოავარიის მიზეზი გაუმართავი სამუხრუჭე სისტემა გახდა.
ავტოკატასტროფის შედეგად დაშავებულია 23 მგზავრი, რომელთაგან შვიდი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.
„ბიბისის“ ინფორმაციით, მომლოცველები ერაყში, რელიგიურ დღესასწაულზე მიემგზავრებოდნენ.