მძიმე ღამე მოსკოვში – რუსეთის დედაქალაქში მთელი ღამის განმავლობაში დრონების შემოტევას იგერიებდნენ.
მოსკოვის მერი აცხადებს, რომ ქალაქზე მასშტაბური შეტევის მცდელობა იყო, რომელიც წარმატებით აღკვეთეს. მოსკოვში ირწმუნებიან, რომ ათივე დრონი თავად ჩამოაგდეს, შეტევა კი უკრაინელების დაორგანიზებული იყო.
გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქებების შედეგად არავინ დაშავებულა. დაზიანებულ შენობებთან კი რუსი მაშველები მუშაობენ.
უკრაინულ მხარეს რუსეთის დედაქალაქზე დრონებით შეტევის შესახებ ჯერჯერობით ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია.