ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

პუტინი ე.წ სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტს შეხვდება

ვლადიმერ პუტინი დღეს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. პრეზიდენტს, ლეონიდ თიბილოვს შეხვდება. კრემლის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე რუსეთსა და თავისივე ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთს შორის მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ შარშან გაფორმებულ ე.წ. შეთანხმებას განიხილავენ.

გავრცელებულ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ შეხვედრის დროს რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის შემდგომი თანამშრომლობისა განვითარების გეგმებზე იქნება საუბარი, ასევე შეეხებიან კავკასიის რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების საკითხებს.

იტვირთბა....