ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თიანეთის მუნიციპალიტეტში დაკარგული კაცი, რომელსაც მოსახლეობა და საგანგებო სამსახური ეძებდა, სახლში უვნებელი დაბრუნდა

თიანეთის მუნიციპალიტეტში დაკარგული 60 წლამდე კაცი სახლში უვნებელი დაბრუნდა. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურში ადასტურებენ.

დაკარგული გოჩა წიკლაური სახლში დღეს დილით დაბრუნდა.

ოჯახის წევრების ინფორმაციით, მამაკაცი სოფელ თრანშიდან ტყეში სოკოს საკრეფად 26 ივლისს, დაახლოებით, დილის 10 საათზე გავიდა, დღის 2 საათიდან მასთან კონტაქტი შეწყდა და ვეღარ უკავშირდებოდნენ.

დაკარგულის ძებნის სამუშაოებში ადგილობრივები, მოხალისეები და საგანგებო სამსახური იყო ჩართული.

იტვირთბა....