ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“მიმდინარეობდა ჩემი მიზანმიმართული მარგინალიზაცია”

 

ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის ყოფილი უფროსი ირაკლი შიხიაშვილი თანამდებობის დატოვების შემდეგ ზეწოლაზე საუბრობს.

“რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა ჩემი მიზანმიმართული მარგინალიზაცია, საკმაოდ დესტრუქციული, მართული ძალების მიერ,

ანტისახელმწიფოებრივი ძალები, კონკრეტულად “ნაციონალური მოძრაობა” და მასთან “სულიერად ახლოს მდგომი” პოლიტიკური ძალები მოქმედებდნენ და ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის უფროსის გადადგომა გარდაუვალი იყო. მე თავად რომ არ გავმხდარიყავი შემაფერხებელი ყოველივე იმ სიკეთის დაწყების, რაც ასე სჭირდებათ ვეტერანებს და მეტი საშუალება რომ ჰქონოდა ხელისუფლებას იმისთვის, რომ ის მართლაც სასიკეთო საქმეები, რაც დაიწყეს მეტი წარმატებით განეხორციელებინათ, მივიჩნიე, ჯობდა მე დამეტოვებინა თანამდებობა და მიმეცა ხელისუფლებისთვის საშუალება უფრო თავისუფლად განეხორციელებინა საქმიანობა”, – განაცხადა შიხიაშვილმა.

მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრი დაეთანხმა მას გადადგომასთან დაკავშირებით და ეს ერთობლივი გადაწყვეტილება იყო.

“მე შეგნებულად ვთქვი უარი, რადგან არ მინდოდა გამოჩენილიყო რომ რაღაც ვერ გავაკეთე და განვერიდე, ან ისე გამოჩენილიყო, ჩემი პირადი დასაქმებით უფრო ვიყავი დაინტერესებული, ვიდრე იმ საქმეებით რაც ვეტერანებისთვის მნიშვნელოვანია”, – განაცხადა შიხიაშვილმა.

შეგახსენებთ, შიხიაშვილმა ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობა გუშინ დატოვა.

იტვირთბა....