26 ივნისს საქართველო – პორტუგალიის თამაში საქართველოს გამარჯვებით დასრულდა. საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას 2 გოლი გაუტანა და შემდეგი ტურის საგზური მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ უძლიერესი გუნდი, მათივე კაპიტნით, მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა, კრიშტიანუ რონალდუ ქართველმა ფეხბურთელება დაამარცხეს. ჩვენი ნაკრები ჯგუფური ეტაპის შემდეგ, პლეიფში გააგრძელებენ ბრძოლას, ახლა უკვე ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ.
ანგარიში ხვიჩა კვარაცხელიამ მეორე წუთზე გახსნა, გიორგი მიქაუტაძის პასით მან თამაშში პირველი გოლის გატანა შეძლო.
მატჩის პირველი ტაიმი 1:0 დასრულდა, ხოლო მეორე ტაიმში ლუკა ლოჩოშვილზე უხეში თამაშის გამო, პორტუგალიელების კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც გიორგი მიქაუტაძემ შეასრულა და გუნდს კიდევ ერთი გოლით დიდი უპირატესობა მოუტანა.
ქართველი ფეხბურთელები მოპოვებული უპირატესობის მიუხედავად ბოლო წუთამდე იბრძოდნენ და საფინალო სასტვენამდე მუხტი არ დაუგდიათ.
ხოლო ბოლოს, ქართველი გულშემატკივარი ისტორიული გამარჯვებით გახარებული, გერმანიის ქუჩებში ამ დიდ წარმატებას ზეიმობდა.