ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“აშშ გმობს და არ აღიარებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში გაყალბებულ საპარლამენტო არჩევნებს”– ო’ბრაიენი

ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯიმ ო’ბრაიენი ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ეხმაურება. ო’ბრაიენი წერს, რომ აშშ გმობს და არ აღიარებს ფიქტიურ საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც საქართველოს თანხმობის გარეშე ჩატარდა.

“შეერთებული შტატები გმობს და არ აღიარებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში გაყალბებულ საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც ტარდება საქართველოს თანხმობის გარეშე. ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში” წერს  ო’ბრაიენი.

იტვირთბა....