ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტის „ქართულ ქარტიას” ოპოზიციონერი პოლიტიკოსები აწერენ ხელს.
დოკუმენტს ხელი უკვე მოაწერა პარტია „ახალის” ლიდერმა, ნიკა მელიამ.
ასევე, ორბელიანების სასახლეში „ქართულ ქარტიას” ხელი მოაწერეს „ლელოს” ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ, „დროა-გირჩი მეტი თავისუფლება” წევრებმა ელენე ხოშტარიამ და ზურა ჯაფარიძემ, დოკუმენტს ხელი მოაწერეს თაკო ჩარკვიანმა, პაატა დავითაიამ და ეკა ბესელიამ.
პოლიტიკოსები ამბობენ, რომ ქარტიაში არის გარკვეული საკითხები, რასაც არ იზიარებენ, თუმცა მათი თქმით, ახლა გაერთიანება, ერთობა არის მნიშვნელოვანი, რის გამოც დოკუმენტს ხელს აწერენ.
„ეს ქარტია არის პრაქტიკულად იმ ადამიანების, პარტიების თანხმობა, რომ ყველამ ერთად ჩვენი ქვეყნიდან გავისტუმროთ რუსული რეჟიმი. ლელო იქნება ყველგან, სადაც ასეთი ერთობა იქნება”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
„ეს რეფორმები არის ხალხის ინტერესში, ამიტომ ჩვენ ამ დოკუმენტს ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ყველანაირი დათქმების გარეშე ვაწერთ ხელს და ვიღებთ ვალდებულებას მისი ზედმიწევნით შესრულებაზე”, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.