ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“აქციებზე დაკავებულ 19 და 21 წლის ბიჭებს ციხეში სცემენ, აფურთხებენ და საჭმელს არ აჭმევენ. ერთმა ბრიტყვის გადაყლაპვა სცადა”- ნანუკა ჟორჟოლიანი

ნანუკა ჟორჟოლიანის თქმით, აქციებზე დაკავებულ ახალგაზრდა ბიჭებს ციხეში სასტიკად უსწორდებიან. ჟურნალისტი ამბობს, რომ ისინი სპეციალურად შეასახლეს მტრულ გარემოში, ხოლო ციხის ადმინისტრაციას  დაკავებული აქტივისტების მდგომარეობას არ ითვალისწინებს.
,,დამირეკეს სახალხო დამცველის აპარატიდან. მითხრეს რომ დღესვე ჩაერთვებიან.
გახსოვთ ალბათ ორი ბიჭის შესახებ ვწერდი. აქციების დროს დააკავეს, სახელმწიფოსთვის მიყენებული 400 ლარიანი ზიანის გამო, 6 წლიანი მუხლით წაუყენეს ბრალი.
სახელებს და გვარებს არ ვწერ.
ერთი 19 წლისაა, მეორე 21.
ორივე ბიჭი შეასახლეს პოლიტიკურად მტრულ გარემოში. ერთმა ბრიტვის გადაყლაპვა სცადა. ფიზიკურად სცემენ საკანში, აფურთხებენ, საჭმელს არ აჭმევენ. ციხის ადმინისტრაცია ფაქტებზე არ რეგირებს.
Levan Ioseliani გირეკავთ, არ მპასუხობთ და იქნებ შეასრულოთ თქვენი საქმე და დაიცვათ ეს ბიჭები ჯოჯოხეთისგან. ადვოკატები მზად არიან დეტალურად მოგიყვნენ მომხდარის შესახებ! გადაიყვანეთ ორივე სამარტოო საკანში.
კოლეგებო, გვჭირდებით”,- წერს ჟორჟოლიანი.

იტვირთბა....