ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ერთი და იმავე სქესის პირთა ქორწინების საკითხზე შესაძლოა რეფერენდუმი გაიმართოს

 

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ რეგისტრაციაში გაატარა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ერთი და იმავე სქესის პირთა ქორწინების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას ითხოვს.

ცესკო-მ სხდომაზე რეგისტრაციაში გაატარა ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის ზურაბ თოლორაია, გიორგი ყორღანაშვილი, კახა ნიქაბაძე, ბადრი კვირიკაშვილი, პეტრე გოგოსაშვილი, თეიმურაზ ცისკარიშვილი, დავით კუჭავა და მათ მიერ სარეფერენდუმოდ წარმოდგენილი საკითხი – „გინდათ თუ არა, რომ ერთნაირ სქესიანთა ქორწინება დაშვებულ იქნას საქართველოში?

“მეტრონომთან საუბარში ცესკოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ქეთევან დანგაძე აცხადებს, რომ აღნიშნულმა ინიციატივამ გარკვეული პროცედურები უნდა გაიაროს, სანამ რეფერენდუმი ჩატარდება.

“ამ საინიციატივო ჯგუფმა სამი თვის ვადაში უნდა მოიტანონ არანაკლებ 200 000 ხელმოწერა, რომელსაც ცესკო შეამოწმებს. დოკუმენტაცია თუ წესრიგში იქნება ცესკო გადაუგზავნის პრეზიდენტს. პრეზიდენტი გადაწყვეტილებას მიიღებს ან რეფერენდუმის დანიშვნის ან რეფერენდუმის მოწყობის მოტივირებული უარის შესახებ.” – აცხადებს დანგაძე.

იტვირთბა....