ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

თსუ-ს თვითმმართველობა რექტორის გადადგომის მოთხოვნით კვლავ შიმშილობას იწყებს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლები კვლავ შიმშილობას იწყებენ. მათი მოთხოვნა არ შეცვლილა, ისინი კვლავ რექტორის, ვლადიმერ პაპავას გადადგომას ითხოვენ. მათი თქმით, პაპავამ თსუ-ში ე.წ. „ოდეერის“ შესახებ იცოდა და მათ მფარველობდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, როგორც თვითმმართველობის პრეზიდენტმა, შალვა საბაურმა განაცხადა, დეტალურად საგანგებო პრესკონფერენციაზე ისაუბრებენ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე ხნის წინ, თსუ-ში სტუდენტური აქციები მიმდინარეობდა. ისინი უნივერსიტეტში ე.წ. „ოდეერის“ არსებობას აპროტესტებდნენ. თუმცა, სტუდენტები ორად იყვნენ გაყოფილი – ერთი ნაწილი ვლადიმერ პაპავას გადადგომას მოითხოვდა, მეორე კი თვითმმართველობის მიერ უნივერსიტეტის ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვას აპროტესტებდა. თვითმმართველობის წევრებმა მოგვიანებით, თსუ-ში კიდევ ერთი „ოდეერის“ არსებობის შესახებ განაცხადეს და აღნიშნეს, რომ ის რექტორის ნათესავია.

იტვირთბა....